გურამ გუგენიშვილი

M-1 Challenge-ს ჩემპიონი გურამ გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

მძიმე წონაში M-1 Challenge-ის პირველი ჩემპიონი გურამ გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

28 წლის სპორტსმენმა პროფესიონალური კარიერა 2009 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში 11 ბრძოლიდან 11-ივე მოიგო. გუგენიშვილი უკრაინის M-1-ის, M-1 Seletion Wetern Europe და M-1 Сhallenge-ის საჩემპიონო ქამრებს ფლობდა.

2012 წელს, სპორტსმენმა ორი ბრძოლა გამართა და ორივეში დამარცხდა, შემდეგ კი ტრავმების გამო აქტიურ სპორტს დროებით ჩამოშორდა.

წელს, IGF-ს ეგიდით გუგენიშვილმა ტონი ბონელიო დაამარცხა და კიდევ რამდენიმე ბრძოლის ჩატარებას გეგმავდა.

კომენტარები