დაპირისპირება ახმეტაში

ახმეტაში ეთნიკურად ქისტებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ipn.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმეტაში ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს.

ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს დაშავდა ეთნიკურად ქისტი ჯოყოლა აჭიშვილი. მათივე თქმით, ახმეტაში 150 კაცამდეა შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, ახმეტის მიმართულებით ქისტები დაიძრნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა. 

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, მდგომარეობის განსამუხტად სპეცრაზმი გამოიძახეს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ. შსს-ს ცნობით, სიტუაცია განიმუხტა და საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული. შსს-ში ასევე განმარტეს, რომ საქმეში დეპუტატი ზვიადაური და მისი ძმა არ ფიგურირებენ.

ტაბულას გადამღები ჯგუფი უკვე გავიდა ინციდენტის ადგილზე დამატებითი და ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

კომენტარები