დაპირისპირება ახმეტაში

ქალაქ ახმეტასთან სპეცრაზმია მობილიზებული

სოფელი მატანი
tabula.ge

სოფელ მატანში ქალაქ ახმეტასთან ახლოს სამხედრო ფორმითა და ამუნიციით პირები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ქისტებს ახმეტის მიმართულებით არ უშვებენ. ადგილზე სპეცრაზმის ყოფნას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. 

შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმეტაში ქართული ოცნების წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს. პოლიციამ ალხანაშვილები დააკავა, თუმცა ადგილობრივების ცნობით დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმის თხოვნით გაათავისუფლეს.

ამას დაპირისპირება მოჰყვა დაკავებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. დაპირისპირების დროს დაშავდა ეთნიკურად ქისტი ჯოყოლა აჭიშვილი. შსს-ს ცნობით, სიტუაცია განმუხტულია და საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული. 

ტაბულას გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარები