კატალონია

გამოკითხულ კატალონიელთა 80%-მა მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა

EPA

კატალონიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 80%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. არაფორმალურ გამოკითხვაში, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, ორი მილიონ 250 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სულ პროვინციის მოსახლეობა 5 მილიონ 400 ათასია.

კატალონიის პრემიერმა სიმბოლურ რეფერენდუმს სრული წარმატება უწოდა. ესპანეთის ხელისუფლებამ კი ადგილობრივი მთავრობის ქმედებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გამოკითხვას იურიდული შედეგები არ ექნება.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი უნდა გამართულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. 

კომენტარები