საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

უკრაინაში პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები შეაჯამეს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები პროპორციული სისტემით საბოლოოდ დაამტკიცა. პარტიული სიებით 64 ადგილი რადაში პრემიერ იაცენიუკის სახალხო ფრონტმა მოიპოვა, ერთი ადგილით ნაკლები - პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკმა. 27, 22 და 17 ადგილი შესაბამისად, სამოპომიჩს, რადიკალურ პარტიას და იულია ტიმოშენკოს ბატკივშჩინას ერგოთ.

მაჟორიტარული მანდატების ჩათვლით, წინასწარი ვერსიით, ყველზე მეტ ადგილს რადაში - 132-ს, პოროშენკოს ბლოკი  მოიპოვებს, პროპორციული სისტემით პირველ ადგილზე გასული იაცენიუკის პარტია კი  - მხოლოდ 82-ს. სულ რადაში 423 დეპუტატი იქნება. მოლაპარაკება კოალიციის შექმნის შესახებ პოროშენკოს ბლოკს, სახალხო ფრონტსა და სამოპომიჩს შორის მიმდინარეობს.  

კომენტარები