თავისუფალი დემოკრატები

ფანჯიკიძე: პოლიტიკაა, რომ უჭკუოებად და ნაციონალების ლობისტებად გამოგვიყვანონ

"მინდა გითხრათ, რომ ადამიანურად ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი რამ. ამისი მოსმენა იყო ნამდვილად ძალიან მძიმე. მე მინდა შევახსენო მასაც და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ეს აინტერესებს - 2011 წლის ბოლოდან მე ვიყავი ქართულ ოცნებაში. 2012 წლის თებერვლის ბოლოს დავინიშნე ქართული ოცნების პრესსპიკერად. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რბილად რომ ვთქვათ, უმსგავსო საქციელს ფაქტობრივად ყოველდღე პირველი აჟღერებდა" - განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრემიერ ღარიბაშვილის კომენტართან დაკავშირებით, რომ ალასანია, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის გაგრზელებას ემსახურებოდნენ. 

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იმ 1 წლის მერე, რაც ჩვენ გავიარეთ საარჩევნო პერიოდში და ეს მე არა ზოგადად გამოვცადე, არამედ ჩემს ოჯახზეც, საციცოცხლო მნიშვნელობის ამბავი, რომ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. ამ იდეის გარშემო ვიყავით შეკრებილები იმისთვის, რომ სამშობლო გადაგვერჩინა. ეს არ არის პათეტიკური სიტყვები, მე ამას მართლა ასე ვგრძნობდი და მიმაჩნდა, რომ თუკი რამის გაკეთება შემეძლო, უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ასეც მოვახერხეთ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ. სხვათაშორის, საგარეო საქმეთა მინისტრობაზე არასოდეს მიფიქრია.

პარლამენტში ვიყავი არჩეული და ძალიან მაინტერესებდა ეს საქმიანობა. შემოთავაზება იყო სიურპრიზი და ამავე დროს მე მას დავთანხმდი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი წლის განმავლობაში ყოველ ორშბათს და ფაქტობრივად ყოველ დღე აკეთებდე კომენტარს იმის თაობაზე, თუ რა ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ, დაგნიშნონ მინისტრად და უცებ შეიცვალო დამოკიდებულება და იმ ძალის ლობისტი გახდე, ვისაც 1 წლის განმავლობაში ებრძოდი.

ოღონდ ეს არ იყო უბრალო ბრძლა, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ეს იყო სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა და ძალიან ხშირად მქონია შიში, რამე არ დაგვმართნოდა ყველას, ვინც ამაში ვიყავით ჩართული. მე ასე იოლად არ ვიცვლი პოზიციებს შესაბამისად მე გავაგრძელე ზუსტად ისე ამ თემაზე საუბარი უცხოეთში ჩემს კოლეგებთან, როგორც მე ვლაპარაკობდი, როგორც პრესსპიკერი.

რა თქმა უნდა, სხვა ფორმატში და სხვა ფორმით, მაგრამ არასდროს ეს რიტორიკა არ შემიცვლია. მე ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკა ის არის, რომ ჩვენ ყველანი გამოგვიყვანონ იმ სიტყვების ობიექტებად, რომელიც პრემიერისგან მოვისმინეთ - უჭკუო, ავანტიურისტი, ნაციონალების ლობისტი და ა.შ. მე ვფირობ, ეს იმიტომ, რომ ადგილი ვერ მოუოძებნეს თავისუფალ დემოკრატებს. ვერ გაიგეს, რა ხდება, რა პარტიაა, რა როლს ითამაშებს და ა.შ. ეს არის უტყუარი მეთოდი, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგის გასანადგურებლად" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები