თემურ ქეცბაია

ქეცბაია: ლევან ყიფიანი ორი წელია ყველანაირად მებრძვის

0 კომენტარი
თემურ ქეცბაია ფოტო: ტაბულა

მე თამაში მაქვს და ინტრიგნული რაღაცებისთვის ნამდვილად არ მცალია. მინდოდა პატივი მეცა და რაღაც დავლაპარაკებოდი, მაგრამ თქვენ ინტრიგა გაინტერესებთ. მე ინტრიგა არ მაინტერესებს, საქმე მაქვს გასაკეთებელი, - ეს განცხადება თემურ ქეცბაიამ გადაცემა ფეხბურთის დროში სტუმრობისას გააკეთა და გადაღების მოედანი დროზე ადრე დატოვა.

ფეხბურთის დრო, არხ Silk Sport HD-ზე გადის, მისი წამყვანი კი გიორგი ყიფიანია.

იქამდე სანამ გადაცემას დატოვებდა, ქეცბაიამ ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

"მეგონა, რომ ცოტა რეალურად შეაფასებდით სიტუაციას. ამიხსენით, რატომ უნდა მოუგოს საქართველოს ნაკრებმა, სადაც ასეთ დაბალ დონეზეა, კატასტროფული ჩემპიონატია, უნდა მოუგოს შოტლანდიას, გერმანიას, ირლანდიას? თქვენ ისეთი კაცის შვილები ხართ... ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კაცი [დავით ყიფიანი] ამ კითხვებს არ დასვამდა. ის რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა. სამწუხაროა, რომ ადამიანებს, ვისაც მართლა შეეძლო რაღაც გაეკეთებინა ქართული ფეხბურთისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა არ ყოფილიყო, ახლა წასულები არიან ამ ქვეყნიდან", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანს მოუწოდა, თავის ძმას - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს დაუსვას კითხვები. ქეცბაიას თქმით, მინისტრი მას ორი წელია ებრძვის.

"სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ შენი ძმიდან დაწყებული, მთელი ორი წელიწადია, მე, როგორც პიროვნებას, ყველანაირად მებრძვის. შენ ძმასთან რატომ არ მიდიხარ და არ უსვამ კითხვებს?" - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შინ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში პოლონეთის გუნდს უმასპინძლებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები