უბედური შემთხვევა

რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით, ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა რუსთავში, დევნილთა დასახლებაში მოხდა. დაღუპულები არიან ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

"9:42 წუთზე შემოვიდა გამოძახება, 9:44-ზე ინფორმაცია გადაეცა ბრიგადას და 9:51 წუთზე ბრიგადა იყო ადგილზე, სადაც დახვდათ გვამები. სიკვდილის სავარაუდო მიზეზია გაზით ინტოქსიკაცია", - თქვა ტაბულასთან საუბარში სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა.

კომენტარები