კომეტაზე დაჯდომა

პირველად კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური აპარატი კომეტაზე დაჯდა

livecometdata.com

პირველად კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური აპარატი კომეტაზე დაჯდა. გრინვიჩის დროით დაახლოებით 9-ს ნახევარზე ლაბორატორიული მოდული „ფილა“ კოსმოსურ აპარატ როზეტას წარმატებით გამოეყო და ჩურუმოვ-გერასიმებნკოს კომეტის ზედაპირზე დაშვება დაიწყო.

მოდული დედამიწას კომეტის ზედაპირზე გადაღებულ ფოტოებს მოაწვდის და ექსპერიმენტების ჩატარებას დაიწყებს. ზონდი როზეტა დედამიწიდან კომეტისკენ 10 წლის წინ გაემგზავრა.

„ფილას“ ექსპერიმენტის მიზანი კომეტის ბირთვში შემავალი ნივთიერებების ანალიზია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აპარატი ასევე კომეტის მზესთან მოახლოების შემდეგ გაზების ამოფრქვევას დააკვირდება. რაც, მათი აზრით, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც შესაძლოა სწორედ კომეტებიდან გაჩნდა.

კომეტა 67-P პირველად 1969 წელს შენიშნეს.  ის დედამიწისგან 405 მილიონი კილომეტრის მანძილზე, დაახლოებით მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს.

კომენტარები