კახა ბენდუქიძე

ლეჟავა: ბენდუქიძის გარდაცვალების გარემოებები ჯერჯერობით უცნობია

0 კომენტარი
ფოტო: newposts.ge

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას განცხადებით, "ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს და სამი სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას, რაც კახა ბენდუქიძემ გააკეთა". ლეჟავამ აღნიშნული კომენტარი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე გააკეთა, სადაც ბენდუქიძის სტუდენტები და მეგობრები შეიკრიბნენ.

"გარემოებები ჯერჯერობით უცნობია, ის გარდაცვლილი იპოვეს, სადაც ცხოვრობდა ამჟამად, ლონდონში. სხვა ინფორმაცია არ არის, დროთა განმავლობაში დაზუსტდება. რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გულის მცირე ოპერაცია, მძიმე არაფერი, სტენტირება იყო", - განაცხადა ლეჟავამ.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები