15 ნოემბრის აქციას ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს გაუწევს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს ხვალ, 15 ნოემბერს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი ხუთი მობილური ჯგუფი ღონისძიების მიმდინარეობისას დააკვირდება სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება. შაბათს, 15 ნოემბერს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის ობიექტი, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე - 2913814/15", - ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, აქციის მონაწილეები აფხაზეთის ანექსიასა და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

კომენტარები