საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: კულისებიდან მართვაში ივანიშვილი არ მიგულისხმია

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყნის კულისებიდან მართვის შესახებ მისი განცხადების ადრესატი ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"ამ განცხადების მერე ყველაზე ადეკვატურად ამის ილუსტრაცია გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მივიდა და მონაწილეობა მიიღო კოალიციისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მაგრამ, იმ მომენტში, როდესაც მე ავსტრიაში ვიყავი, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. ჩანდა მედიის მეშვეობით ძალიან უსიამოვნო პოლემიკა ძალიან მნიშვნელოვნ ინსტიტუტებს შორის და ვარაუდი იმისა, რომ ამის უკან იდგნენ პოლიტიკოსები თავისი პოლიტიკური ინტერსებით. ეს ვარაუდი იყო, რამაც მიბიძგა ამ ფრაზისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე ყოფილი პრემიერის დასწრების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ არა მარტო ივანიშვილს, არამედ საქართველოს ვერც ერთ მოქლაქეს ვერავინ აუკრძალავს ღიად ან პირად ურთიერთობებში აფიქსირებდეს თავის პოზიციას.

"აქედან გამომდინარე, ეს კოალიციის ცხოვრების რეჟიმია, როდესაც უნდათ, მაშინ ეკონტაქტონ ადამიანს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში. თვითონ ივანიშვილს რამდენად სიამოვნებს ამის კეთება, მაგაზე ვსაუბრობდი. ეტყობა აინტერესებს ან სიამოვნებს, მას ვერავინ აუკრძალავს ამის კეთებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები