რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია იშლება

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია იშლება. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სახალხო დარბაზის წევრების თქმით, ისინი მოგვიანებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

სახალხო დარბაზის წარმომადგენლები ვარდების მოედანზე იმ მოტივით გეგმავდნენ შეკრებას, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დღევანდელი აქციის ჩატარების უფლება არ აქვს. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, კონტრაქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე მისვლას ცდილობდენ, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. 

სამართალდამცველებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი. ვარდების მოედანზე კი, 15 ნოემბრის აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ისინი აფხაზეთის ანექსიას და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

კომენტარები