რელიგიური კონფესიების დაფინანსება

ვაშაყმაძე: დაპირებული თანხა ოთხ რელიგიურ კონფესიას უახლოეს მომავალში გადაეცემა

ზაზა ვაშაყმაძე
facebook.com/zaza.vashakmadze.71

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გასცემს დაპირებულ თანხას იმ ოთხი რელიგიური კონფესიის კომპენსაციისთვის, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის შედეგად დაზარალდნენ.

“ამ კვირაში, სავარაუდოდ, მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და თითოეულ კონფენსიაზე სააგენტოს მხრიდან თანხის გადაცემა და ანაზღაურება. ესენია მუსლიმური თემი, კათოლიკური თემი, სომხური ეკლესიის თემი და ებრაული თემი.” - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 იანვრის დადგენილების თანახმად, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას აუნაზღაუროს საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.

კომენტარები