გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

რუსმა ოკუპანტებმა კასპიდან 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი გაიტაცეს

timer.ge

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით, კასპის რაიონ სოფელ საკორინთლოდან 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი გაიტაცეს. ანანიაშვილი გატაცებისას საქონელს მწყემსავდა.  

სავარაუდოდ, გატაცებული ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი. სხვა დეტალები ოჯახის წევრებისათვის უცნობია. კასპის გამგებელი ვარაუდობს, რომ დიმიტრი ანანიაშვილს დაახლოებით ორ დღეში გამოუშვებენ.

კომენტარები