ლევან კობიაშვილი

კობიაშვილი: სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

ლევან კობიაშვილი
skysports.com

ბერლინის ჰერტაში ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო, - ეს განცხადება ლევან კობიაშვილმა 17 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარცმველმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულება მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასგან იგნორირების გამო მოუხდა, პირველად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აქამდე ამის შესახებ მხოლოდ გაკვრით უთქვამს.

ამრიგად, ამ დროისთვის სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კობიაშვილის გარდა, რევაზ არველაძემ, ვოვა გუცაევმა და მიხეილ ყაველაშვილმა გამოთქვეს.

გერმანული ფრაიბურგის, შალკე 04-სა და ჰერტას ყოფილმა ნახევარმცველმა, გადაცემა არენაში ქართულ ფეხბურთში არსებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზეც ისაუბრა.

"თემურ ქეცბაიას მიერ 2010 წელს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. მაშინ მან თქვა, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული იყო, 2014 წლის ბოლოს კი ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია. 

მაშინ ამ ოთხ წელიწადში რა ხდებოდა? რა გზა გავიარეთ? აქ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება? არა მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



კომენტარები