ზურაბ ჟვანიას საქმე

ექსპერტი ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ჩაჩუა სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები