ტერორიზმი

ისრაელის პრემიერმა ტერორისტების სახლების დანგრევის ბრძანება გასცა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ

ისრაელის პრემიერმა განკარგულება გასცა, დაანგრიონ იმ ტერორისტთა სახლები, რომლებიც გუშინ სინაგოგას თავს დაესხნენ. ამავე დროს, ბინიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, ანგარიშსწორებისგან თავი შეიკავონ. იერუსალიმში ორი შეიარაღებული პალესტინელის თავდასხმის შედეგად ადგილზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი სასულიერო პირი იყო. მოგვიანებით, ტერორისტებთან შეტაკებისას დაჭრილი პოლიციელი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ტერორისტები პოლიციამ ადგილზე გაანადგურა. 

"ჩვენ წინააღმდეგ  მუდმივი ტერორისტული შეტევა ხორციელდება. პალესტინის ადმინისტრაციამ ეს სასაკლაო დაგმო, ეს კარგია. მაგრამ საკმარისი არ არის. მოვუწოდებ ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერს. მინდა დავინახო შოკი, დავინახო ისრაელის მოქალაქეთა, ებრაელთა ამ მკვლელობის მხილება. დღეს ბრძანება გავეცი, დაანგრიონ იმ პალესტინელთა სახლები, ვინც ამ და სხვა თავდასხმებში მონაწილეობდნენ. ბრძანება გავეცი, სპეცსამსახურებმა უფრო აქტიურად იმოქმედონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ტერორიზმს ახალისებს", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები