რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ლავროვი: მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია გავაგრძელოთ

ლავროვი
novinite.com

რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს, ამავე დროს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო სათათბიროში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავის მოკავშირეებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აძალებს. თუმცა, ლავროვის თქმით, რუსეთის მოკავშირეები რეგიონში არსებულ ფაქტობრივ რეალიებს ითვალისწინებენ.

"აქ იყო შეკითხვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის შესახებ, დიახ, ჩვენ ვამზადებთ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას აფხაზეთთან, ასევე  სამხრეთ ოსეთთან. გარდა ამისა, ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია გავაგრძელოთ", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები