კრიზისი უკრაინაში

უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა თავად წყვეტს, რა ორგანიზაციაში გაწევრიანდება

mfa.gov.ua

უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადებით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, რა საგარეო კურსს აირჩევს და რა ორგანიზაციაში გაწევრიანდება. ოფიციალური კიევი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  "რუსეთს სჭირდება ასპროცენტიანი გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებით, ამ საკითხში გარეშე ზეწოლა მიუღებელია. 

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, არცერთი ქვეყანა კრემლს არ აძლევს გარანტიას, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება. პესკოვმა დასავლეთი ძალთა ბალანსის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, ალიანსი რუსეთის საზღვრებს თანდათანობით უახლოვდება.  

კომენტარები