კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძის ცხედარს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ

tabula.ge

რეფორმატორ კახა ბენდუქიძის ცხედარს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00-ზე ჩამოფრინდება.

ცოდნის ფონდის დამფუძნებლის პანაშვიდი ხვალ გაიმართება. ხოლო სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 11:00 საათიდან დაიწყება.

კახა ბენდუქიძის ცხედარს საუნივერსიტეტო კამპუსიდან შაბათს, 15:00-ზე გამოასვენებენ და მისი სურვილის შესაბამისად კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობილი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს, ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები