აშშ-ში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ სამმა ქალბატონმა მარიხუანა გასინჯა

კინორეჟისორთა ჯგუფმა Apropos nada სამ ხანდაზმულ ქალბატონს მარიხუანა გაასინჯა.

ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ქალბატონები მიესალმებიან შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას. მათი თქმით, მსუბუქი ნარკოტიკი ადრე არასოდეს გაუსინჯავთ, რადგან შვილების აღზრდით იყვნენ დაკავებულები. მარიხუანის გასინჯვის შემდეგ პოზიტიურ ხასიათზე მყოფი ქალბატონები მაყურებელს პირველ გამოცდილებას უზიარებენ.

ვიდეო კი მთავრდება სახუმარო წარწერით, რომ გადაღების დროს არცერთი ბებია არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 4 შტატში - კოლორადოში, ვაშინგტონში, ორეგონსა და ალასკაში, აგრეთვე კოლუმბიის ფედერალურ ოლქში მარიხუანა ლეგალიზებულია რეკრეაციული მიზნებისთვის, კიდევ 23 შტატში კი - სამედიცინო მიზნებისთვის.

კომენტარები