კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძის ცხედარი ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს

tabula.ge
ცნობილი რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ცხედარი ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს. რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კახა ბენდუქიძის მეგობრები, თანამშრომლები და სტუდენტები დახვდნენ. 
 
კახა ბენდუქიძე აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენებენ, სადაც ხვალ პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი შაბათს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 11:00 საათიდან დაიწყება.

ცოდნის ფონდის დამფუძნებელს საუნივერსიტეტო კამპუსიდან შაბათს, 15:00-ზე გამოასვენებენ და მისი სურვილის შესაბამისად კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობილი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 

კომენტარები