მაღალი პრემიები

ენმ: რვა თვეში ალასანიამ პრემიის და დანამატის სახით 43 982 ლარი მიიღო

Irma Nadirashvili/fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მინისტრების და მათი მოადგილეების მიერ მიღებულ პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობას აქვეყნებს. ენმ-ის ინფორმაციით, 2014 წლის რვა თვეში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 34 180 ლარი მიიღო, მაია ფანჯიკიძემ 31 680 ლარი, ნოდარ ხადურმა 21 680 ლარი, პაატა ზაქარეიშვილმა 21 680 ლარი, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 27 830 ლარი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ახლა უკვე მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა - 22 700 ლარი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი პრემია და სახელფასო დანამატი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო - 43 982 ლარი.

კომენტარები