NATO

სტოლტენბერგი და ილვესი: დასავლეთი საქართველოს უნდა დაეხმაროს

Raigo Pajula

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც რეფორმების გზა აირჩიეს - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, დემოკრატიული სამყაროს მკაფიო და საგრძნობი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. მათი თქმით, დასავლეთი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უნდა დაეხმაროს, დაიცვან საკუთარი არჩევანი და ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლის აღარ შეეშინდეთ.

ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ტომას ჰენდრიკ ილვესის ადმინისტრაციამ ტალინში იენს სტოლტენბერგთან მისი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ილვესმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაა აუცილებელი. სტოლტენბერგმა NATO-ს საავიაციო ბაზა მოინახულა. მის განცხადებით, რუსეთის საჰაერო აქტივობა ევროპის თავზე გაიზარდა, რის გამოც წელს NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებს აფრენა დაახლოებით 400-ჯერ მოუხდათ. 

კომენტარები