ეთნიკური უმცირესობები

გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლების კულტურას.

„არის საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. ეს არის ენების სწავლების საკითხი სკოლებში, რაც მოგვარებადია. ჩვენ ვურჩიეთ მათ, თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. ლაპარაკი იყო უფრო რთულ პრობლემებზეც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური თვალსაზრისით დისკრიმინაციული მოპყრობა. ომბუდსმენის აპარატთან ერთად, ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევას და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების მოგვარების პროცესში", -განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები