უკრაინა

მმართველმა კოალიციამ უკრაინის პრიორიტეტად NATO-ს წევრობა გამოაცხადა

უკრაინის მიზანი NATO-ში გაწევრიანებაა - ამაზე ახალ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ. ევრომაიდანის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. კიევს შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. იგი შეხვედრებს ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან მართავს. ბაიდენი ასევე მაიდანის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კიევში სამხედრო დახმარების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კომენტარები