კრიმინალი

შსს: ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ორი არასრულწოვანი დააკავეს

REUTERS

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი არასრულწოვანი დააკავეს.

1999 წელს დაბადებული კახი კ. და 1997 წელს დაბადებული ლუკა ს. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ორი თვის განმავლობაში, 1998 წელს დაბადებულ გიგა ნ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებს სძალავდნენ და ლომბარდში აბარებდნენ. შემდეგ ამავე ოქროულობის ვითომდა გამოსყიდვის მიზნით, დაზარალებულს ფულს სთხოვდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები