ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

http://www.is.ge/

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ  გამოვლენილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა და გაშიფრულია ათეულობით იურიდული პირი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

"ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 052 351 ლარის ზიანი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა იდენტიფიცირების მიზნით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით",-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები