ქართველი პატიმრების ბუნტი

greekreporter: ქართველმა პატიმრებმა ათენში კორიდალოს ციხეში ბუნტი მოაწყვეს

greece.greekreporter.com/

ქართველმა პატიმრებმა ათენში კორიდალოს ციხეში ბუნტი მოაწყვეს - ამის შესახებ ინფორმაციას greekreporter ავრცელებს.

Greekreporter-ის ინფორმაციით ქართველმა პატიმრებმა ციხიდან გაქცევა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ და ციხის საავადმყოფო დაიკავეს.

გუშინ დილით ერთ-ერთი ქართველი პატიმრის ბებია შვილიშვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადაცემას შეეცადა. მას შემდეგ, რაც ციხის ბადრაგმა ნარკოტიკების გადაცემის ფაქტი აღკვეთა, ციხის საავადმყოფოში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა არეულობა და ნივთების დამტვრევა დაიწყეს, მათ 25 ქართველი პატიმარი შეუერთდა

Greekreporter-ის ცნობით ბუტის დროს სამი ბადრაგი მსუბუქად დაშავდა. ქართველებმა ციხის საავადმყოფო ძალით აიღეს და ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს.

პატიმრების საკნებში დასაბრუნებლად და ბუნტის ჩასახშობად ციხეში სპეცრაზმის, ანტიტერორისტული რაზმისა და პოლიცის შესვლა გახდა საჭირო.

 

კომენტარები