თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები NDI-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები - მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე NDI-ს პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს და საქართველოს ოფისის დირექტორს ლორა ტორნტონს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თავისუფალი დემოკრატების ოფისში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, NDI-ს ხელმძღვანელობას მათ საკუთარი ხედვა გააცნეს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.

„NDI-ს, როგორც ინსტიტუტს ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ამას ვამბობდით ყოველთვის. მათ აინტერესებდათ, ჩვენი მხრიდან გაეგოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო საქართველოში ორი კვირის წინ. ჩვენ მათ ვუთხარით ამის შესახებ როგორ ვხედავთ ამ ვითარებას, ასევე გავიცანით ოფისის ახალი ხელმძღვანელი და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებთ, „ჩვენი მხრიდან მათ მივეცით განმარტება კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც არის მცდელობა შეიფუთოს განსხვავებულად ჩვენი განცხადების შინაარსი, ამიტომაც, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რასთან დაკავშირებით მოახდინეს რეაგირება თავისუფალმა დემოკრატებმა და ირაკლი ალასანიამ იმ განცხადებაში".

NDI-ს პრეზიდენტის, კენეტ ვოლაკის განცხადებით, NDI მუშაობს როგორც საპარლამენტო ფრაქციებთან, ასევე საკრებულოს ფრაქციებთან და ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

კომენტარები