კრიმინალი

მარტვილში შშმ პირი დააყაჩაღეს

22 ნოემბერს, ღამის  11 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 46 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს. ინფორმაცია ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

სმენადაქვეითებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მამუკა ბერიძეს, რომელიც მარტო ცხოვრობს, სამი პირი დაესხა თავს. იგი „სკოჩით“ დააბეს და დანით დასერეს, წაღებულია 55 ლარი და 100 კილოგრამი თხილი. ასევე, გაიტაცეს ბერიძის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც მეორე დრეს სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე იპოვეს.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი ფაქტი დაადასტურეს. შსს-ს ცნობთ, საქმე სსკ 179 -ე, ყაჩაღობის მუხლით აღიძრა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები