რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება

პრეზიდენტი: ვეწინააღმდეგებით ხელშეკრულებას მოსკოვსა და სოხუმს შორის

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქათველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო „შეეწინააღმდეგება" რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

„ვეწინააღმდეგებით ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი და ასევე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ყველა მხარდამჭერს მსოფლიო მასშტაბით გავაგონო ეს პოზიცია. მინდა მხარი დავუჭირო იმ ძალიან სწორ და კვალიფიცირებულ პოზიციას, რომელიც გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს მთავრობასთან და ფაქტობრივად მთელ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ შევეწინააღმდეგებით ამ აბსურდულ ნაბიჯს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრემლის პრესსამსახურის ცნობთ, ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ხელი ხვალ სოჭში მოეწერება.

კომენტარები