თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

პუტინი და ხაჯიმბა ე.წ. ხელშეკრულებას სოჭში ხელს დღეს მოაწერენ

CIVIL.GE

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშკრულებას სოჭში ხელს დღეს მოაწერენ. კრემლის ცნობით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანაშრომლობისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს.

ხაჯიმბას თქმით, ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გამტკიცებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისივე შეფასებით, ხელშეკრულება ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის თანაბარ პირობებს ითვალისწინებს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის უსაფრთხოების დაცვას.

დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის საინჟნრო-ტექნიკური სამუშაოები, ხოლო საზღვარს როგორც რუსული, ასევე აფხაზური მხარე თანაბრად გააკონტროლებს. რაც შეეხება საბაჟოს, ის ევრაზიული კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

რუსეთი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

კომენტარები