ავღანეთი

ავღანეთში თავდასხმის შედეგად NATO-ს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: usarmy.vo.llnwd.net

ავღანეთის აღმოსავლეთში ორშაბათს გამთენიისას მომხდარი თავდასხმის შედეგად NATO-ს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.

პროტოკოლის გათვალისწინებით, ჯერჯერობით არ ახმაურებენ სამხედროების ეროვნებას.

ქაბულის პოლიციის უფროსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა NATO-ს სამხედრო კოლონის მახლობლად, ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქდა. აფეთქების შედეგად ავღანეთის ერთი მოქალაქე დაიჭრა.

ავღანეთში უკანასკნელ თვეში ISAF-ის მისიის მონაწილე სამი სამხედრო მოკლეს. წელს მოკლული სამხედროების საერთო რაოდენობა კი 63-მდე გაიზარდა, რომელთაგან 46 მსხვერპლი ამერიკელია.

ქაბულში განთავსებული NATO-ს  სამხედრო კოლონები და შენაერთები უკანასკნელი კვირების მანძილზე ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულების დაჯგუფებების სპეციალურ სამიზნედ იქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები