აფხაზეთის რკინიგზა

პუტინი: სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს

CIVIL.GE

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს მხარი დაუჭირა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით. ამის შესახებ რუსული სააგენტო РИА Новости იუწყება.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, სხვა პარტნიორებთან ერთად მოვიფიქროთ და, საერთო თანხმობის შემთხვევაში, განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და თბილისს შორის", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მის თქმით, ასეთი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

კომენტარები