პრემიერის ვიზიტი ბრიტანეთში

პრემიერმინისტრი კომპანია Moody's-ს პრეზიდენტს მაიკლ მადელეინს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი სარეიტინგო კომპანია Moody's-ს პრეზიდენტს მაიკლ მადელეინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პირობები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესმენებს სთავაზობს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ექსპორტის ზრდას.

2014 წლის მონაცემებით Moody's Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba3 სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. პოზიტიური ცვლილების ძირითად საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა და ასევე, გაუმჯობესებული ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მმართველობა.

Moody-ს რეიტინგები გავლენას ახდენს მსოფლიო საინვესტიციო კომპანიებზე, სააგენტოს შეფასებებს ითვალისწინებენ ბიზნესმენები და ინვესტორები ახალ ბაზრებზე შესვლის და ახალი პროექტების განხორციელებისას", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

კომენტარები