კრიზისი უკრაინაში

ლიტვა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს

ir.lv

ლიტვის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. მისი თქმით, ლიტვა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, უკრაინაში NATO-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. 

"ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ უკრაინელი ოფიცრები მონაწილებას მიიღებენ ლიტვაში საერთაშორისო ძალების მომზადებაში. უკრაინა და ლიტვა შეთანხმდნენ სამხედრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მოწოდებაზე. უკრაინელ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, NATO-ში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყვიტოს", - აცხადებს პოროშენკო.

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე კი აღნიშნავს, რომ ლიტვამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა.

"მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია, სად წახვალთ, ამაში ხელს ვერავინ შეგიშლით. ლიტვა მზადაა, გაგიზიაროთ გამოცდილება ყველა სფეროში. ვითანამშრომლებთ სამხედრო სფეროშიც, გავწვრთნით სამხედროებს ერთობლივი დაჯგუფებისთვის, რომელიც უკრაინასთან და პოლონეთთან ერთად შევქმენით. ჩვენ მზად ვართ, თქვენი სამხედროები სამკურნალოდ მივიღოთ", - თქვა გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები