Huawei Honor 6

პირველი 8-ბირთვიანი 4G Cat6 სმარტფონი Huawei Honor 6 უკვე საქართველოშია

ჰუავეი საქართველომ მსოფლიოში პირველი 8-ბირთვიანი 4G LTE სმარტფონი - Huawei Honor 6 მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა.

Honor 6-ის მიზანია, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე სმარტფონის უახლესი ტექნიკური შესაძლებლობები. 

"8-ბირთვიანი 4G LTE სმარტფონი - Huawei Honor 6 უკვე საქართველოშია. ეს არის ერთგვარი ფლაგმანი მოდელი, რომელიც უკვე იყიდება ალტას მაღაზიათა ქსელში. ასეთი ხელმისაწვდომ ფასად ასეთი ტექნიკური შესაძლებლობის მქონე ტელეფონი ჯერ მსოფლიო ბაზარზე არ ყოფილა“, - განაცხადა ჰუავეი საქართველოს წარმომადგენელმა ზურა ვასაძემ.

Honor 6 არის პირველი 8-ბირთვიანი 4G Cat6 სმარტფონი მსოფლიოში.

Honor 6-ს გააჩნია 3 გბ ოპერატიული მეხსიერება.

Honor 6-ის გამძლეობა -  3100 მილი ამპერი საათში.  Honor 6-ის ელემენტი 2-3 დღის განმავლობაშია მუშა მდგომარეობაში, რაც ნამდვილად ფანტასტიკური მაჩვენებელია.

Honor 6-ს გააჩნია უსწრაფესი ტექნოლოგია - ინერტულ რეჟიმში მყოფ ტელეფონზე კამერის ჩართვიდან პირველი ფოტოს გადაღებამდე მხოლოდ 0.6 წამია საჭირო. ტელეფონს გააჩნია ორი 13-მეგაპიქსელიანი მთავარი და 5-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.

Honor 6 Full HD, 445ppi 5-ინჩიანი ეკრანით მას განუმეორებელს ხდის თამაშებისთვის და ვიდეოებისთვის.

Honor 6-ს გააჩნია მე-4 თაობის LTE 4G ინტერნეტის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 4G ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, Honor 6-ის მეშვეობით 300მბ/წმ-მდე სიჩქარით სარგებლობის შესაძლებლობა იქნება.

 

კომენტარები