აფხაზეთის ანექსია

პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ენმ-ის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

ამ წუთებში პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა იწყება, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. სხდომაზე მთავარი მომხსენებელი გიორგი კანდელაკია. რეზოლუცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მხრიდან ანექსირების მცდელობას ეხება.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ითხოვენ, რომ რეზოლუცია პარლამენტმა მიიღოს. უმრავლესობაში კი დღეს ამბობდნენ, რომ რეზოლუციაში პარტიულ მიზნებს და სულისკვეთებას ხედავენ, თუმცა მზად არიან ჩაერთონ დისკუსიაში.

პარლამენტში განხილვის დაწყებამდე ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

კომენტარები