რიკოთის გვირაბი

შსს: რიკოთის გვირაბში ავტომანქანა ავარიის შემდეგ აალდა

საინფორმაციო სააგენტო Media Mall-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, რიკოთის გვირაბში აფეთქება მოხდა. ვიდეოში ისმის თვითმხილველების ხმები, რომლის მიხედვითაც, ადგილიდან "პოლიცია გაიქცა, სასწრაფო არ არის და ვენტილაცია არ მუშაობს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა აალდა. უწყების ცნობით, მსუბუქ ავტომობილში ბუნებრივი აირის ბალონი იყო დამონტაჟებული, შეჯახების შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შსს-ს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

ტაბულა არკვევს, რატომ არ მუშაობდა ვენტილაცია რიკოთის გვირაბში და როდის ჩატარდა ბოლო სამუშაო.

კომენტარები