გენდერული თანასწორობა

NDI: 64% ფიქრობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არაა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აზრი გამოიკვლია. დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოში გენდერული თანასწორობა არაა, 55%-ს მიაჩნია, რომ 150-წევრიან პარლამენტში, 17 ქალი კანონმდებელი ძალიან ცოტაა. 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.

გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს. კვლევაში მონაწილეთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე.

კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა საქართველოში ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მდგომარეობა, გამოკითხულთა თითქმის მესამედი პასუხობს, რომ გაუარესდა, ნახევარს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, ხოლო 5% გაუმჯობესებას ხედავს.

კომენტარები