აგვისტოს ომის გამოძიება

ბოკერია ხიდაშელზე: ქართული ოცნების ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან სიცრუეში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "როგორც ჩანს, ივანიშვილის და ღარიბაშვილის დარად, ქართული ოცნების ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან უსინდისო სიცრუეში და აბსოლუტურ ტყუილებში". ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის დამტკიცებას სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს და წინამორბედ მთავრობას ამ კუთხით საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით "ერთი ფურცელიც" არ გაუგზავნია.

"ყველამ იცის, რომ ბევრად უფრო რთული საერთაშორისო ვითარების დროსაც კი, როდესაც, სამწუხაროდ, თავისუფალ სამყაროში - ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში იყო ილუზუიები პუტინთან დიალოგის, გადატვირთვის პოლიტიკის, საქართველოს საკითხი ყველ ასპარეზზე, მათ შორის, ყველა ტრიბუნალში - იქნებოდა ეს ჰააგა, სტრასბურგი თუ სხვა საერთაშორისო ტრიბინალები - ძალიან აქტიურად იდგა და ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო დღის წესრიგში რუსეთთან ნებისმიერ დონეზე დიალოგის დროს. დღეს, როცა რუსეთი ბევრად უფრო მძიმე ვითარებაშია უკრაინის მოვლენების გამო, საქართველოს საკითხი არის თითქმის გამქრალი საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ეს არის პირდაპირი დამსახურება იმ პოლიტიკის, რომელსაც დეკლარირებულად აწარმოებდა ახალი მთავრობა, ივანიშვილის მთავრობა და რომელმაც ღიად გამოგვიცხადა, რომ საქართველო უნდა გაქრეს როგორც დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ უკვე ვიმკით და, სამწუხაროდ, მომავალშიც მოვიმკით შედეგებს ამ მავნებლური პოლიტიკის", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები