ლარის კურსი

ერთი დოლარი 1,83 ლარი ღირს, რაც გასული ოთხი წლის მაქსიმუმია

დღეს ერთი დოლარი 1,83 ლარი ღირს, რაც გასული ოთხი წლის მაქსიმუმია. ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა ლარის გაუფასურება ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვას მიაწერა. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ იღებს ამ კრიტიკას. მისი შეფასებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა ლარის გაცვლით კურსზე ნულის ტოლია. ხადურის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემები არ არასებობს და თვლის, რომ პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით კი ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებაში დამნაშავე არ არის, რადგანაც მას ჭარბი ფული მიმოქცევაში არ გაუშვია.

ეროვნულმა ბანკმა ამ დროისთვის ლარის გაცვლითი კურსის დარეგულირებისთვის ნაბიჯები უკვე გადადგა. 25 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარის კურსის დადებითი ცვლილება  ჯერ არ შეიმჩნევა.

ლარის გაუფასურების პროცესი ერთი თვეა გამწვავდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა. განსაკუთრებით ზარალდებიან ისინი, ვისაც ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. 

კომენტარები