უკრაინის უმაღლესი რადა

კიევში ახალარჩეული რადა იკრიბება

უკრაინის უმაღლესი რადა

კიევში უკრაინის ახალარჩეული უმაღლესი რადა პირველ სხდომაზე იკრიბება.

ოქტომბერში არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის დღის წესრიგში სპიკერის არჩევა და მმართველი კოალიციის დამტკიცებაა.

კოალიციაში ხუთი პროდასავლური ძალა - პოროშენკოს ბლოკი, სახალხო ფრონტი, სამოპომიჩი, რადიკალური პარტია და ბატკივშჩინა გაერთიანდა.

სპიკერის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატად ვიცეპრემიერ ვლადიმირ გროისმანს ასახელებენ. დღესვე პრეზიდენტმა პრემიერის კანდიდატურა უნდა წარადგინოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე ისევ არსენი იაცენიუკი იქნება წარდგენილი.  

კომენტარები