საპატრულო პოლიცია

საპატრულო პოლიციას დღეს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა

საქართველოს მთავრობა

საპატრულო პოლიციას დღეს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

"თქვენ ემსახურებით საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. მთელ საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვს სრული ნდობა და და ეს თქვენი საქმით, 24-საათიანი შრომით დაიმსახურეთ. ჩემთვის საამაყო და საპატიო იყო ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობა. სამწუხაროდ, თითოეულმა მოქალაქემ არ იცის ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით ქვეყნის დასაცავად და სახელმწიფოს გასაძლიერებლად. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ თქვენ მიმართ არსებობს განსაკუთრებული ნდობა. ეკლესიის, ჯარის და პოლიციისადმი ნდობა არის განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებაში", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის "ფორდ ინტერსეპტორის" პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც ნაჩვენები იყო საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.

კომენტარები