რკინიგზელების გაფიცვა

გაფიცულები რკინიგზის დეპარტამენტის ხელძღვანელობის გადადგომასაც ითხოვენ

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაში გაფიცვა გრძელდება. გაფიცულები ახალ სახელფასო სისტემას, პრემიებსა და მეცამეტე ხელფასს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელების გადადგომის მოთხოვნითაც გამოდიან. ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა აღნიშნავს, რომ გუშინ ღამით რამდენიმე სარკინიგზო შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას ინფორმაციით კი, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს და გაფიცულია დაახლოებით ასი ადამიანი.

ამასთან, დღეს 14:00 საათზე რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

კომენტარები