მიხეილ სააკაშვილის საქმე

ამ წუთებში პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კითხავს

ამ წუთებში პროკურატურაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის არქივის სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ავთანდილ კემულარიას კითხავენ. მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

თავად ავთანდილ კემულარიამ არ იცის, რა საკითხზე აქვს პროკურატურას მასთან კითხვები. ის უწყებაში 2013 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა. მასთან ერთად ადვოკატიც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის პირადი ოპერატორიც დაკითხეს. მანამდე უწყებამ დაცვის თანამშრომლები და მზარეულებიც დაკითხა.

კომენტარები