უკრაინის უმაღლესი რადა

რადამ უკრაინის პრემიერად არსენი იაცენიუკი დაამტკიცა

არსენი იაცენიუკი

კიევში უკრაინის ახალარჩეული უმაღლესი რადას პირველი სხდომა გაიხსნა. დეპუტატებმა საზეიმოდ ფიცი დადეს და პატივი მიაგეს დაღუპულ უკრაინელთა ხსოვნას.

ოქტომბერში არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე რადამ სპიკერი - ყოფილი ვიცეპრემიერი ვლადიმირ გროისმანი აირჩია. ასევე დამტკიცდა მმართველი კოალიცია, რომელშიც პოროშენკოს ბლოკის, სახალხო ფრონტის, სამოპომიჩის, რადიკალურის პარტიის და ბატკივშჩინას 302 დეპუტატი გაერთიანდა.  

უმაღლესმა რადამ პრემიერმინისტრის პოსტზე, პრეზიდენტის წარდგინებით ისევ არსენი იაცენიუკი დაამტკიცა. 

კომენტარები