ახალი ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისია 4G ინტერნეტის ლიცენზიისთვის აუქციონს გამოაცხადებს

0 კომენტარი
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფოტო: www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

28 ნოემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეოთხე თაობის ინტერნეტმომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით საჯარო სხდომას გამართავს. 

სხდომაზე მეოთხე თაობის ინტერნეტის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის აუქციონის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და, ამავდროულად, კომპანიების მხრიდან წარმოსადგენი დოკუმენტების სია გახდება ცნობილი. 

მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის ლიცენზიების აუქციონის გამოცხადება რამდენჯერმე შეფერხდა. ბოლოს აუქციონის გამოცხადება ივნისში შემოდგომამდე გადაიდო. სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე 4G ინტერნეტი 2010 და 2012 წლიდან დაინერგა. საქართველოში ლიცენზიების აუქციონზე გამოტანის შეფერხების მიზეზად კომისიაში საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას ასახელებენ, რომლითაც უნდა განისაზღვროს ერთი კომპანიის მიერ მაქსიმალური რადიოსიხშირის ფლობის რაოდენობა.

ლიცენზიის აუქციონის შედეგად მიღებული თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში შევა.

აგვისტოს თვეში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის ტექნიკური საშუალებების შეძენისთვის ტენდერი გამოაცხადა. კომისიამ აუქციონის გამოცხადებამდე უნდა დააკმაყოფილოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.

დღევანდელი მდგომარეობით 3G მობილური ქსელით ქვეყნის მოცვა შეზღუდულია და უმთავრესად დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში კონცერტები იმართება

კომენტარები